მაივოქსი მუშაობასა და თანამშრომლობას ამარტივებს:

  • შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სამუშაოსა და ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ჯგუფები
  • გააზიარეთ ინფორმაცია და დაარედაქტირეთ ფაილები ონლაინ, ჩაშენებული ოფისის რედაქტორით.
  • სიტყვების ნაცვლად სათქმელი ფოტოებით, სურათებითა და ვიდეოებით გადმოეცით
  • გადაჭერით პრობლემები ერთად, ონლაინ დისკუსიების მეშვეობით
  • შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან ან მონათესავე კომპანიებთან
  • გაიცანით თქვენი კოლეგები ვრცელი პროფილების მეშვეობით.

უყურეთ ვიდეოს და უკეთ გაიცანით მაივოქსის სამყარო.

იდეების მარტივად გაზიარება

პროდუქტიულობა:

ხელი შეუწყეთ ინოვაციებს თქვენს კომპანიაში. მიეცით ყველა კოლეგას ერთმანეთთან თათბირისა და დისკუსიის შესაძლებლობა. პროექტზე მუშაობთ? ახლა მის მონაწილეებს დახურულ ჯგუფებში შეუძლიათ მუშაობა.

აღარ გააკეთოთ ერთი და იგივე საქმე ორჯერ. საკუთარი პროდუქტიულობის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოლეგების ცოდნა და მათი მუშაობის შედეგები. ითანამშრომლეთ ჯგუფებსა და პროექტებში. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, რადგან კოლეგებთან მუდმივი კავშირი გექნებათ.

თქვენ და თქვენს კოლეგებს აღარ დაგჭირდებათ სხვადასხვა სოციალური მედიის არხის გამოყენება, რომელთაგან თითოეულს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს. მაივოქსი ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს და სწორედ ეს არის მისი უპირატესობა.

პაკეტები

ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი:

სწორი არჩევანია! მაივოქსით დაზოგავთ ქაღალდს და დაიცავთ ხეებს. ყველა ფაილი თქვენს სამუშაო სივრცეში ინახება და ყველა შეხვედრის ჩატარებაც ქაღალდის გარეშეა შესაძლებელი. შეხვედრის ოქმების წარმოება, ჯგუფებში მუშაობა, ფაილების გაზიარება და კიდევ მრავალი სხვა რამ ონლაინ შეგიძლიათ.

ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი
NetCare ჩატბოტი (AIR)